მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 | 03:25
სწრაფი სიახლე
სპორტი

საზონოვის პირველი 90 წუთი “ხეტაფეში” წარმატებული აღმოჩნდა – გულიაშვილის “რასინგი” დამარცხდა

SportMedia 23 აგვისტო, 2026 · 19:31 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ლა ლიგის მეორე ტურში „ხეტაფემ“ სახლში „რასინგი“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

 

მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. შეფასებები: Flashscore 6.4, Whoscored 6.5, Sofascore 6.5

 

“რასინგის” თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მისი თამაში არ გარისკეს. 

 

საბამ პირველი ტაიმის მე-14 წუთზე, ორთაბრძოლაში შესვლისას, იდაყვის გამოყენების გამო ყვითელი ბარათი მიიღო. პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო აქტიურობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა.

 

მეორე ტაიმში მატჩის საერთო სურათი არ შეცვლილა. “რასინგი” ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშს ცდილობდა. 81-ე წუთზე “რასინგის” დაცვისა და მეკარის არადამაჯერებელი თამაშით ენეს უნალმა ისარგებლა და “ხეტაფეს” სამი ქულა მოუტანა.

 

„ხეტაფე“ 3 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 აგვისტოს კონფერენს ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „პარტიზანს“ შეხვდება, 31 აგვისტოს კი პამპლონაში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

 

„რასინგი“ 1 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა და 28 აგვისტოს „ელჩეს“ უმასპინძლებს.

 

ხეტაფე. „კოლიზეუმი“

ხეტაფე – რასინგი 1:0

გოლი: უნალი (81)

გამოუყენებელი პენალტი: მარტინი (77, რასინგი)

წყარო: Sportall.ge