მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 | 03:25
სწრაფი სიახლე
სპორტი

პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს – ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

SportMedia 23 აგვისტო, 2026 · 20:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-მ გასვლაზე „რენთან“ ფრეს მიაღწია – 2:2.

 

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და გოლი გაუშვეს – შორიდან საფონოვის კარი შიმანსკიმ დალაშქრა. დედაქალაქელები განუწყვეტლივ უტევდნენ, დუეს გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, საჯარიმოდან კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში კრესუელს მოხვდა, „რენმა“ კი მეორე შანსიც გამოიყენა, როდესაც ლეპოლმა ანგარიში გაზარდა. 

 

შესვენების შემდეგ პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე და კვარაცხელია ახალწვეულებით, ტორესით და გოდტსით შეცვალა (ხვიჩა წინა შეხვედრაში 70-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან). ტორესმა სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და “პარი სენ ჟერმენს” ქულა მოუპოვა. მას ორივე გადაცემა ფაბიან რუისმა გაუკეთა. 

 

პსჟ-მ „ლანსთან“ საფრანგეთის სუპერთასზე წაგების მერე მარცხისგან ტორესმა იხსნა და 28 აგვისტოს სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდება.

 

რენი. „როაზონ პარკი“

რენი – პსჟ 2:2

გოლები: 1:0 შიმანსკი (9), 2:0 ლეპოლი (38), 2:1 ტორესი (71), 2:2 ტორესი (82)

წყარო: Sportall.ge