მთავარი კონტენტი
Tuesday, 14 July, 2026 | 03:40
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

The Wall Street Journal: „ევროპა მასშტაბური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება“ – Volkswagen-მა განაცხადა, რომ შესაძლოა, კიდევ 50 000 სამუშაო ადგილი შეამციროს

Prime Time July 13, 2026 8:58 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

Volkswagen-მა განაცხადა, რომ შესაძლოა, კიდევ 50 000 სამუშაო ადგილი შეამციროს – ეს ნაბიჯი კომპანიის ხარჯების სხვა მსხვილი ავტომწარმოებლების მაჩვენებლებთან გათანაბრებისკენ მიმართული რეორგანიზაციის ნაწილია, – წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ორშაბათს გავრცელებულ შიდა მემორანდუმში აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმემ აღნიშნა, რომ კომპანია განიხილავს პერსონალის შესაძლო ოპტიმიზაციას თავის სხვადასხვა ბრენდსა და რეგიონულ შვილობილ კომპანიაში. ამასთან, ბლუმემ პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანიაში არსებული ოთხი ქარხნის მომავალს ვერ უზრუნველყოფს.

„ევროპა მასშტაბური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება. გერმანია, როგორც საექსპორტო ქვეყანა, ამ პროცესებს განსაკუთრებულად მწვავედ განიცდის, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები თითქოს გამადიდებელი შუშის ქვეშაა მოქცეული“, – აცხადებს ბლუმე მემორანდუმში, რომელიც The Wall Street Journal-მა მოიპოვა.

Volkswagen-ის ტრადიციული ბიზნეს-მოდელი საფუძვლიანად შეირყა. ამის მიზეზი ევროპაში წარმოების ხარჯების ზრდა, აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი საბაჟო ტარიფები და ჩინური ტექნოლოგიების მზარდი გლობალური კონკურენტუნარიანობაა.

ბლუმეს ეს განცხადება პირველი საჯარო აღიარებაა იმისა, თუ რა მასშტაბის საკადრო და ოპერაციული ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ფართომასშტაბურ რესტრუქტურიზაციას, რომელიც ხელმძღვანელობამ სამეთვალყურეო საბჭოს გასულ ხუთშაბათს წარუდგინა.