მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:04
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

120 წლის ჩეჩენი ქალი, რომელიც შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულის მფლობელი გახდეს, მოულოდნელი ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 00:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

 ხანდაზმული ქალი მოტეხილობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. SHOT-ის ცნობით, 120 წლის ჩეჩნეთის მკვიდრი იახა ხაშაგოვა სახლში დაეცა.

ასწლოვანი გროზნოში ცხოვრობს. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ოჯახი მუდმივად მის გვერდითაა. იახას ექვსი შვილი, 20 შვილიშვილი და 48 შვილთაშვილი ჰყავს.

ხაშაგოვა ურუს-მარტანის რაიონის სოფელ ალხაზუროვოში დაიბადა. მან როგორც ცარისტული, ასევე საბჭოთა ეპოქა გადაიტანა. მისი ასაკი დოკუმენტებით დასტურდება: მის პასპორტში დაბადების თარიღი 1905 წლის 10 სექტემბერია მითითებული. ის თითქმის მთელი ცხოვრება მეცხოველეობაზე მუშაობდა და მხოლოდ 1987 წელს გავიდა პენსიაზე. იახამ ქმარი 1974 წელს დაკარგა და შვილები მარტომ გაზარდა.

ხაშაგოვა ქვეყნის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება, მაგრამ მას ასევე შეუძლია მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულის პრეტენზია ჰქონდეს. ის მალე 121 წლის გახდება.