მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 02:14
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 00:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

უკრაინის საელჩოსთან, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და დროშის გაშლა სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ გზის სავალი ნაწილის დროებით დაკავებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილი აქვთ, თუმცა პოლიცია მათ გზაზე არ უშვებს.

„მოქალაქეები მოვედით აქ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, პოლიცია კი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციას და დროშებსაც კი არ გვაშლევინებენ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის მსვლელობა ტროტუარზე გააგრძელეს.