ნიკა გვარამია: ჩვენი მოთხოვნაა, მაქსიმალურად მოვიახლოვოთ ის, რასაც ჰქვია არჩევნები

ბიძინა ივანიშვილს 2027 წლის მეორე ნახევარში ან 2028 წლის დასაწყისში, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ეტყვიან, ან ჩატარდება არჩევნები, რასაც ჰქვია არჩევნები, ან თავს მოგჭრით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ნიკა გვარამიამ მომავალ არჩევნებზე საუბრისას თქვა, რომ ვერ მოუწოდებს ადამიანებს, არჩევნებზე მივიდნენ, როდესაც, მისი თქმით, მილიონი ქართველი, რომლებსაც უზარმაზარი ფული შემოაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, არ არის ამომრჩეველი.
„წინაპირობებს შექმნა უნდა და მუშაობა, ოღონდ ორი წლით ადრე თუ იტყვი, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ორი წლის შემდეგ შეიძლება, მომავალ წელს იყოს არჩევნები, მაგრამ ხომ გვიმტკიცებდნენ ერთი წელი, ხვალ იქნება არჩევნებიო, ნიშნავს ივანიშვილი, საკონსტიტუციო უმრავლესობას წაიღებსო, ისე აუდგეს გვერდები, არავინ არაფერი არ დანიშნა ჯერ. არ სჭირდება ივანიშვილს დამატებითი თავის ტკივილი, არ არის ეს მისთვის პრობლემატური სიტუაცია, მაგრამ დღეს თუ ივანიშვილს ეტყვი: „გინდა, დათმე, გინდა არა, მე იქ ვარ, შენ თამაშში“, ეს ტაქტიკურადაც არ მესმის. მეორე საკითხია სტრატეგია, მორალი. ჩვენი მოთხოვნაა, მაქსიმალურად მოვიახლოვოთ ის, რასაც ჰქვია არჩევნები, როგორც არის, რაზეც ირაკლი კობახიძემ მითხრა, დაგიჭერო. დაგიჭერ კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ შიგნით აქცია და გარეთ სანქცია არის პრობლემაო. ჩვენ უნდა გვეყოს მოთმინება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.