მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 17:30
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყეს

IPN.ge 15 ივლისი, 2026 · 14:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, რობერტ მადიარ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობერტ მადიარის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს შეუტიეს.

მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის 17 ნავთობტანკერია, 2 გაზის გადამზიდი ხომალდია, ხოლო ერთი საბუქსირე გემია.

მედიის ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მიერ აზოვის ზღვაში განხორციელებული დარტყმების შედეგად 116 გემი მწყობრიდან გამოვიდა.