მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 18:08
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ქუთაისში, კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა – რა დეტალებია ცნობილი ადგილიდან

Ambebi.ge 15 ივლისი, 2026 · 13:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და ადგილზე დასაქმებული პირი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ბეტონის დასხმის დროს მოხდა.

  • დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.