ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმის მოქმედების ვადა 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა – დროებითი დაცვის სტატუსი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უკრაინაში მობილიზაციას თავს არიდებენ

ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმის მოქმედების ვადა 2028 წლის მარტამდე გაახანგრძლივა – დროებითი დაცვის სტატუსი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უკრაინაში მობილიზაციას თავს არიდებენ, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2028 წლის 4 მარტამდე იმოქმედებს.
ამასთან, ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი არ გავრცელდება იმ უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც უკრაინაში სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ.
გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირში ახლად ჩასული სამხედრო ვალდებულების მქონე უკრაინის მოქალაქეები დროებითი დაცვის სტატუსის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენენ, რომელიც მათი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას ადასტურებს.
„უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების გათვალისწინებით, მომავალში დროებითი დაცვის სტატუსი მხოლოდ იმ პირებს მიენიჭებათ, რომლებიც უკრაინაში თავიანთ სამხედრო ვალდებულებებს ასრულებენ. ეს შეზღუდვა მხოლოდ დროებითი დაცვის სტატუსის მაძიებელ ახალ განმცხადებლებზე გავრცელდება. შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსით უკვე სარგებლობს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.