ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლაშა ბუღაძეს უპირისპირდება და “იაფფასიან, აფერისტ ეგომანიაკს უწოდებს”.
მან ბუღაძის შესახებ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ამ უკანასკნელმა, ჩერგოლეიშვილი ოპოზიციონერი ჟურნალისტისთვის “ნაგვის” წოდების გამო გააკრიტიკა და დაწერა: ” არ მინდა ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც ჟურნალისტს უსინდისოდ, ქოცების სასარგებლოდ უწოდებს “ნაგავს” (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), და ვინც გვინახავს, რა იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც!.. გვინახავს, ჰო!”
საპასუხოდ, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ბუღაძეს მან სტატიების ხარისხი დაუწუნა და პატივმოყვარეობაზე შეეხო, სწორედ ამიტომ ხსნის “MIHAS თავზარით”, არსებულ სიტუაციას.
“მეგობრებო, ბუღაძეს, როგორც ტაბულას ავტორს, რომელსაც ფულს ვუხდიდი მის სტატიებში ხარისხი დავუწუნე – ვუსაყვედურე რომ ანაზღაურების შესაბამისი ხარისხი დაედო და არა მის “კუხნაში” ნაჭორავები სიტყვაკაზმულობა.
ავუხსენი, რომ მისი კალამბურები არ ყოფნის ხარისხის დასაჭერად – შრომა და თემის მოკვლევა სჭირდება. იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და “MIHAS” თავზარით ხსნის. მაგ სიმართლით ივლის,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.