თეთრი წინდების რეცხვის საიდუმლო – როგორ გავაქათქათოთ და მოვაშოროთ ჭუჭყი მარტივად?

თეთრი წინდების რეცხვის პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია. გთავაზობთ აპრობირებულ რჩევას, თუ როგორ გააქათქათოთ თეთრი წინდები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
თეთრ წინდებს ძალიან ეფექტურად ათეთრებს ჭურჭლის მანქანის სარეცხი საშუალება – ტაბლეტი.
სარეცხი ფხვნილის ნაცვლად, გამოიყენეთ ჭურჭლის მანქანის ტაბლეტი. სარეცხის მანქანაში დაამატეთ დამარბილებელი, რომ წინდები არ გაუხეშდეს.
მეორე ვარიანტი: ტაშტში, ცხელ წყალში ჩააგდეთ ჭურჭლის სარეცხი ტაბლეტი და წინდები მთელი ღამე ჩაალბეთ.