მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 19:47
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ვფიქრობ, პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის – დონალდ ტრამპი

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 18:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში მზად არის უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, მიუხედავად მიმდინარე თავდასხმებისა და იმ ნიშნებისა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კონფლიქტის ესკალაციისთვის ემზადება.

„ვფიქრობ, ის მზად არის შეთანხმების დასადებად“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას პუტინთან გამართული საუბრების შესახებ ჰკითხეს.

მანამდე სააგენტო „როიტერსს“ კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ პუტინი უარყოფს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს და, სავარაუდოდ, კონფლიქტის გაძლიერებას აპირებს.