“წინ, არგენტინა მეკობრე – უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!” – ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორია ვილიარუელმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისისა და არგენტინის ნახევარფინალის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურედღება.
“ჩვენ მეკობრე – უზურპატორებს ვეთამაშებით. ეს მხოლოდ მორიგი მატჩი არ არის. პოლიტკორექტული და თავშეკავებული არ ვიქნები: ინგლისელებთან დაპირისპირება ეს ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია, ეს მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულებია, ეს დიეგოა, ეს ლეოს ბოლო ტურნირი და დამყრობელთა შეჩერების შესაძლებლობაა.
წინ, არგენტინა! ვინაიდან ბოლო ამოსუნთქვამდე ჩვენსას მოვითხოვთ!“ – წერს ვილიარუელა სოციალურ ქსელში.
წყარო: Sportall.ge