მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 16:26
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყეს

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 14:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყეს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, დრონებით დარტყმები განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე აშშ-ის საკომუნიკაციო სისტემებსა და საწვავის საცავებზე.

იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანის მიერ გაშვებული რვა რაკეტა ჩამოაგდეს.

ასევე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ქუვეითში, ალი ალ სალემის ავიაბაზაზე განლაგებულ ამერიკელ ჯარისკაცებსა და რადარის სისტემს შეუტიეს.