მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 20:24
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი RAV 4 წარადგინა

IPN.ge 16 ივლისი, 2026 · 18:16 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“, ტოიოტას ფლაგმანი მოდელი, ახალი თაობის RAV4, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე ავტოინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის წარდგენა არაფორმალურ გარემოში, სრულიად განსხვავებული ფორმატით შედგა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ავტომობილის მახასიათებლებს და ტესტ-დრაივ ფორმატში თავად გამოეცადათ მისი შესაძლებლობები.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ახალი Toyota RAV4-ის პრეზენტაციას. სწორედ ამიტომ, ტოიოტას ერთგულ მომხმარებელს დამატებითი ღირებულებას ვთავაზობთ და პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 31 ივლისის ჩათვლით „ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ ახალ RAV4-ს შეიძენენ და ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, ცენტრის 700 ლარამდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებენ. ვაუჩერი პრაქტიკული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა, ავტომობილის სერვისი თუ აქსესუარები პირდაპირ ოფიციალურ ცენტრში, ხარისხის გარანტიით უზრუნველყონ,” – აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ უსაფრთხოებას უნარჩუნებს და ისეთ ძირითად რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა და გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა, ასევე ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.