მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 22:16
სწრაფი სიახლე
სპორტი

ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა

SportMedia 17 ივლისი, 2026 · 15:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, ნეიმარმა ლას-ვეგასში პოკერის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ძვირფასი იახტა შეიძინა.

 

TyC Sports-ის ცნობით, იახტაში 34 წლის ნეიმარმა 23 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა და Enejota დაარქვა.

 

იახტის სიგრძე 46 მეტრია, ფართობი 800 კვადრატული მეტრი, აქვს ექვსი კაიუტა, დასვენების სხვადასხვა სივრცეები და გემბანზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

 

იახტას საათში 37 კმ/სთ შეუძლია განავითაროს.

 

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში საკუთარი ვერტმფრენით მივიდა.

წყარო: Sportall.ge