მთავარი კონტენტი
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 | 21:09
სწრაფი სიახლე
სპორტი

კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია

SportMedia 17 ივლისი, 2026 · 14:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი ჯო კოული ინგლისის ნაკრებში მწვრთნელის, ტომას ტუხელის მუშაობით უკმაყოფილოა.

 

“მე ძალიან მომწონდა ტომას ტუხელი როგორც „ჩელსის“ მწვრთნელი და რაც კლუბში გააკეთა. ბრწყინვალე სპეციალისტად მივიჩნევ, მაგრამ არასოდეს მასვენებდა ის აზრი, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია.

 

ჩვენ ინგლისი ვართ, ხომ ასეა? ვთვლი, რომ ინგლისს ინგლისელი უნდა წვრთნიდეს. მგონია, სწორედ ამისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ზოგიერთი პატარა ქვეყნისათვის სავსებით მისაღებია უცხოელი სპეციალისტის მიწვევა, რათა განვითარდენ“, – განუცხადა კოულმაThe Rest Is Football-ს.

წყარო: Sportall.ge