მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:17
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

საბჭოშიც ვერ ვხედავ ჩემს თავს, რადგან თუ ეს პარტიის გვერდზე მდგომი პლატფორმა იქნება, უფრო სწორი იქნება, დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან – თინათინ ბოკუჩავა

Prime Time July 10, 2026 8:27 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

 დაპირისპირების მორიგი მიზეზი ​”ნაციონალურ მოძრაობაში” – თინა ბოკუჩავა სააკაშვილის მიერ მართვის ახალი მოდელის დანერგვას და თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს. განხეთქილების მიზეზი ე.წ. “რეფორმატორთა საბჭოა”, რომლის აღმასრულებელი მდივანიც ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება.

“თუ თავმჯდომარის პოსტი უქმდება, ბუნებრივია, ვერავინ დააყენებს კანდიდატურას, მაგრამ სამართლებრივად ეს პრობლემური საკითხია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ამაზე დამატებით მსჯელობა პარტიაში. სავარაუდოდ, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ, რადგან თუ რაღაც ფორმაციის ცვლილება სურს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ამ პარტიის ლიდერია, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. საბჭოშიც, სავარაუდოდ, ვერ ვხედავ ჩემს თავს, რადგან თუ ეს პარტიის გვერდზე მდგომი პლატფორმა და ორგანო იქნება, ალბათ, უფრო სწორი იქნება, ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.