მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:18
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ძლიერი ხანძარი ჩეხეთში – ზლინში, ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდის, “ბატას” ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა

Prime Time July 10, 2026 9:27 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ძლიერი ხანძარი ჩეხეთში – ქალაქ ზლინში, ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდის, “ბატას” ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ისტორიული კომპლექსის მრავალსართულიანი შენობის მეცხრე სართულიდან გავრცელდა და ობიექტი მთლიანად გაანადგურა.

ძლიერი დაკვამლიანებისა და საშიში გამონაბოლქვის გამო, მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ცეცხლის ქრობის პროცესში 300-მდე მეხანძრე და სპეციალური ვერტმფრენი იყო ჩართული.

ცნობისთვის, მსოფლიოში ცნობილ ფირმა “ბატას” აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოება 70 წელზე მეტია შეწყვეტილი აქვს. დამწვარ შენობას ახლა სხვა კომპანია საწყობად იყენებდა.