მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 20:53
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე – პირდაპირი აღიარება: პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური იარაღია

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 10:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პარტია “ჯერ საქართველოს” ლიდერის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანანიძის შეფასებით, ეს განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ საზოგადოების პოლარიზაცია ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური იარაღია.

“პირდაპირი აღიარება: პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური იარაღია”, – წერს ცოტნე ანანიძე.