მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 | 22:40
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ავარია თელავში – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 19:51 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სხვადასხვა სახის დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.