მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 00:01
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურას დაარტყეს

IPN.ge 21 ივლისი, 2026 · 15:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრენში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ იორდანიაში, ბაჰრეინსა და ქუვეითში იერიშები მიიტანეს.

მათივე განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის რადარი გაანადგურეს.

ირანმა დრონებით დარტყმები ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც განახორციელა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ქუვეითში მდებარე არიფჯანის ბაზაზე, ალ-უდაირის ბანაკსა და აჰმად ალ-ჯაბერის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს.