მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 01:47
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

Prime Time 21 ივლისი, 2026 · 18:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 11:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.