ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი განმარტებით, ეს ინტერესი კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს.
„ორი პარალელური სამყარო:
• ჯანსაღი საზოგადოება, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული და იმედით ელოდება ყველა იმ პროექტს, რომელიც ამას ხელს შეუწყობს. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა.
ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ.• ტოქსიკური „ბაბლი,“ რომელიც საკუთარ წვენში იხარშება და დღეს მთელი დღე ფსევდოჟურნალისტ სანაიას დაკავებაზეა გადაგებული და ბღავის“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.