მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 02:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც სენატორ გრემის დაკრძალვას დაესწრება და ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს

Kvira.ge 23 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივლისში შეერთებულ შტატებში დიპლომატიურ ვიზიტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის ლიდერი სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება და დონალდ ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ვიზიტის საბოლოო გეგმა, შეხვედრებისა და მონაწილეების სრული სიით, ასევე, მისი ხანგრძლივობით, ჯერ არ არის დამტკიცებული.

წყაროების ცნობით, თუ უკრაინის პრეზიდენტი დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებას ვერ შეძლებს, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის დასადგენად, თუ ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის დელეგაციას შეერთებულ შტატებში.

კომენტარები

კომენტარი