მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 | 02:54
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ შეძლო – მოლაპარაკებები 23 ივლისს გაგრძელდება

Kvira.ge 23 ივლისი, 2026 · 00:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწია.

როგორც უკრაინული მედია ევროკავშირის რამდენიმე ინფორმირებულ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები 23 ივლისის გაგრძელდება.

„დღეს Coreper-მა ვერ მიაღწია კონსენსუსს სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით, რადგან საბერძნეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვს პაკეტიდან რუსული თხევადი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების სრულად აკრძალვის ამოღებას, კერძოდ, მესამე ქვეყნებში. განხილვა ხვალ დილით გაგრძელდება“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბულგარეთი იმუქრებოდა სანქციების 21-ე პაკეტის დაბლოკვით და მოითხოვდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის კირილის სიიდან ამოღებას, მოგვიანებით მას იტალიაც შეუერთდა. საბოლოოდ, პატრიარქი კირილი სანქცირებულთა სიიდან ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი