მიხაილო ფედოროვი – თავდაცვის მინისტრის გარდა სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები

თავდაცვის მინისტრის გარდა არც ერთ სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები, ვინაიდან, ის ნამდვილად განსაზღვრავს ომის მსვლელობას. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მადლობელი ვარ პრეზიდენტის ყველა შემოთავაზებული ვარიანტისთვის, მაგრამ დღეს სახელმწიფოში მხოლოდ სამი თანამდებობაა, რომლებიც, ბრძოლის ველზე სამხედროების გარდა, რეალურად განსაზღვრავენ ომის მსვლელობას – უკრაინის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
სწორედ ამიტომ თავდაცვის მინისტრის გარდა არც ერთ სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები.
არც ერთ სხვა თანამდებობას არ გააჩნია რეალური ძალაუფლება, რათა შესყიდვებში კორუფცია დაამარცხოს, არმიის დაწყებული ტრანსფორმაცია ბოლომდე მიიყვანოს, დაგეგმოს და განახორციელოს ასიმეტრიული ქმედებები და ოპერაციები მტრის წინააღმდეგ, ამოძირკვოს ტყუილისა და უპასუხისმგებლობის კულტურა სისტემის შიგნით და ბოლომდე მიიყვანოს სხვა საქმეები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო თავდაცვის სამინისტროში,” – განაცხადა ფედოროვმა.