ადეიემი “დორტმუნდიდან” “ბარსელონაში” გადავიდა

24 წლის თავდამსხმელი კარიმ ადეიემი “დორტმუნდიდან” “ბარსელონაში” გადავიდა.
კატალონიურმა კლუბმა ადეიემი 22+7 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში ადეიემიმ ბუნდესლიგის 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაზე 9 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
წყარო: Sportall.ge