0:4 – “დილა” სახლში “აპოლონს” ვერ გაუმკლავდა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „დილა“ საკუთარ მოედანზე „აპოლონთან“ 0:4 დამარცხდა.
კვიპროსული გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მშვიდად მოიპოვა გამარჯვება. მათი ქომაგებიც უფრო აქტიურები იყვნენ.
სტუმრები თამაშს აკონტროლებდნენ, ჩაწოდებული ბურთისას მეკარე კერესელიძისა და იარბროს შეუთანხმებელი მოქმედებით თომასმა ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ თომასმა ორ მეურვეს აუარა გვერდი, გადაცემა ვაისბეკს გაუკეთა და მან საჯარიმოს გარედან დალაშქრა გორელთა კარი. მე-40 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით დონკორი გააძევა და „დილა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, კვიპროსელებმა ანგარიში გაზარდეს და დიდი ალბათობით მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს.
საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს ლიმასოლში გაიმართება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა – აპოლონი 0:4
გოლები: 0:0 თომასი (14), 0:2 ვაისბეკი (28), 0:3 კიკაბიძე (51, საკ. კარში), 0:4 ოზბოლტი (88)
გაძევება: დონკორი (40, დილა)
დილა: კერესელიძე, ჯალაღონია, იარბრო, არაუხო, კიკაბიძე, ტალი (კობახიძე 46), მენთეშაშვილი (გოგობერიშვილი 85), დონკორი, ფარულავა (კოუაკოუ 78), სანიანგი, შეყილაძე (კანტე 71)
წყარო: Sportall.ge