ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში – ქეცბაიას “დინამომ” “ჟალგირისს” დამაჯერებლად მოუგო
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ სახლში „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა კლასში უპირატესობა, განსაკუთრებით ტექნიკაში თავიდანვე თვალნათელი შეიქნა – ნინუამ ბურთი ძელს გაარტყა, კვარაცხელიას ლამაზი დრიბლინგის შედეგად კარგი მომენტი მისმა პარტნიორმა ვერ გამოიყენა, პირისპირ გასულ სანტოსს მეკარე სარკაუსკასმა არ გაატანინა, შემდეგ კი მეტოქის კარი კურდიჩმა დალაშქრა. აქტიურმა სანტოსმა მალე ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში საჯარიმოდან ნინუას დარტყმული ბურთი მეკარისგან ხარიხას მოხვდა, ხოლო დამატებაზე ყველას უგრეხელიძემ დაასწრო. ერთი სიამოვნება იყო კვარაცხელიას თამაშის ყურება, რომლის შეჩერება მეურვეებს ძალიან უჭირდათ, ერთ ეპიზოდში მეურვეს გაექცა, ლუპანომ მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო.
შესვენების მერე თორნიკე მცველს ისევ დაუსხლტა, განივი გადაცემა გააკეთა, ბოსანჩიჩმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარი კარის ძელს გაარტყა. კვარაცხელია 78-ე წუთზე ხარაბაძემ შეცვალა. ტეიშეირას დარტყმული ბურთი სარკაუსკასმა მოიგერია. 79-ე წუთზე სტუმართა რიგებში მოედანზე ქართველი ლეგიონერი მამაცაშვილი შევიდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
საპასუხო შეხვედრა 30 ივლისს ვილნიუსში ჩატარდება.
“ჟალგირისის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგე მესამე რაუნდში ხორვატიის „ჰაიდუკსა“ და კვიპროსის „პაფოსს“ შორის წაგებული იქნება, რომლებიც ერთმანეთს ევროპა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
დინამო (თბ) – ჟალგირისი 3:0
გოლები: 1:0 კურდიჩი (14), 2:0 სანტოსი (26), 3:0 უგრეხელიძე (30)
დინამო (თბ): ლორია, კალანდაძე (ვაწაძე 80), უგრეხელიძე, კურდიჩი, სანტოსი, ტეიშეირა (ტკალია 80), ფსალტისი (ციკოლია 80), კვარაცხელია (ხარაბაძე 68), ნინუა, ოსეი (კაკაშვილი 63), ბა
წყარო: Sportall.ge