მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 02:11
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„სამსახურში არ გამოცხადდა და თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს…“ – იტალიაში გარდაცვლილ ემიგრანტს სამშობლოში 25 ივლისს გადმოასვენებენ

Prime Time 24 ივლისი, 2026 · 00:12 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

იტალიის ქალაქ ნეაპოლში გარდაცვლილ 36 წლის ვანო ელოშვილს საქართველოში 25 ივლისს ჩამოასვენებენ. იმავე დღეს ცხედარს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ვანო ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ახალგაზრდა კაცი ბოლო წლების განმავლობაში ნეაპოლში იმყოფებოდა.

ელოშვილის ცხედარი საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ იპოვეს, რაც ის სამსახურში არ გამოცხადდა და თანამშრომლებმა მიაკითხეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

ახლობლების თქმით, ელოშვილი ზღვის სანაპიროზე მუშაობდა და ვარაუდობენ, რომ ძლიერმა სიცხემ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა.

ვანო ელოშვილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებს იტალიაში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.