მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 02:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ექიმ გიორგი ახობაძეს 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – მიზეზი ვატო შაქარიშვილის მისამართით, Facebook-ზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარია

Ambebi.ge 24 ივლისი, 2026 · 20:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ექიმ გიორგი ახობაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიბარეს. საგამოძიებო უწყება მას ვატო შაქარიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავება.

ამასთან, 2026 წლის, 8 ივლისს გიორგი ახობაძე ანალოგიურ საქმეზე სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.