მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 03:56
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ატალანტამ” ალაიბეგოვიჩი ვერ შეიძინა და დავითაშვილის ტრანსფერზე გადაერთო

SportMedia 24 ივლისი, 2026 · 21:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ბაიერის“ 18 წლის მარცხენა გარემარბი კერიმ ალაიბეგოვიჩი „ატალანტაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, ბერგამოში მოსალაპარაკებლად მისი მამაც ჩავიდა და ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვეღარ მორიგდებიან.

 

„კორიერე დელა სერას“ ცნობით, ალაიბეგოვიჩის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოსნიის ნაკრების შემადგენლობაში კარგი თამაშის შედეგად, მისით „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ნაპოლი“, „მილანი“, „რომა“ და „ფიორენტინა“ დაინტერესდნენ, ლევერკუზენულმა კლუბმა კი ფეხბურთელის ფასს 30 მილიონამდე მოუმატა. 

 

გამოცემა წერს, რომ „ატალანტა“ ზურიკო დავითაშვილის ალტერნატიულ ვარიანტზე გადაერთო: „დავითაშვილი ლიგა 2-ის „სენტ-ეტიენის“ 25 წლის სხარტი მარცხენა გარემარბია, შეუძლია მარჯვენა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც ითამაშოს, მოედნის დიდ ზონებში სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედება ეხერხება. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 12 მილიონია. გასულ სეზონში ქართველმა 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა“.

 

დავითაშვილის ღირებულება 12 მილიონია კია, მაგრამ Peuple-vert-ის მტკიცებით, „სენტ-ეტიენი“ 20 მილიონზე ნაკლებად არ გაასხვისებს.

წყარო: Sportall.ge