მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 03:55
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 02:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი ბინიდან მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.