მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 17:12
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მახინჯაურში, ზღვაში სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა ნახეს – რას აცხადებენ შსს-ში?

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 14:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდება მისი სახეობა და წარმომავლობა.