მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 17:18
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 28 წლის ავთო მარხვაიძე, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 14:55 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 28 წლის ავთო მარხვაიძე გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” აქვეყნებს.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღეობაზე მიდიოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია

ახლობლების თქმით, მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა.ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა ადგილობრივებმა აღმოაჩინეს