მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 18:06
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“ვარ პედაგოგი, ეროვნული გამოცდებისთვის არ მოვმზადებულვარ… ყველას მინდა ვუთხრა, გაბედონ ის, რისი გაკეთებაც უნდათ” – გაიცანით 60 წლის აბიტურიენტი ბათუმიდან

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 15:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

აჭარაში მცხოვრები 60 წლის ინგა ბაგრატიონი წელს აბიტურიენტია და ახალი პროფესიის, თურქოლოგიის შესწავლას გეგმავს. ამბობს, რომ სწავლა ასაკთან არ არის დაკავშირებული და ახალი ცოდნის მიღება ყოველთვის შესაძლებელია.

“ვარ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. განათლება მიღებული მაქვს მინსკის სახელმწიფო პეგადოდიურ ინსტიტუტში. ჩვენთან როცა დაიწყო პედაგოგის გამოცდები იმ წელსვე ჩავაბარე და მოვხვდი საუკეთესო 20 პროცენტში. შემდეგ წავედი მაღალმთიან რეგიონში, ჯავახეთში. არაქართულენოვან ბავშვებს ვასწავლიდი ქართულს 10 წელი, როცა ჩავთვალე, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე სახელმწიფოს წინაშე, ბავშვების წინაშეც, ისევ დავბრუნდი ბათუმში, დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ კერძო სკოლაში.


  • რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვიყავი ჯავახეთში, პირველად შევხვდი ფამუქს, ელიფ შაფაქს და მივხვდი რომ აღმოსავლური ლიტერატურა სხვა განზომილებაა და განსხვავდება კლასიკური ევროპული ლიტერატურიდან, რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილები”, – ამბობს ინგა ბაგრატიონი.

როგორც ჩვენთან საუბრისას პედაგოგი ამბობს, ეროვნული გამოცდებისთვის არ მომზადებულა, დარწმუნებულია, რომ სტუდენტი კიდევ ერთხელ გახდება და სექტემბრიდან ბათუმის უნივერსიტეტში სწავლას შეუდგება.

“არ მოვმზადებულვარ, აბიტურიენტი მყავდა ქართულში, მაგრამ ის იყო არაქართულენოვანი და მასთან ყველა საკითხი არ გამივლია. რაც შეეხება ისტორიას, ჩემს კოლეგასთან გავიარე კონსულტაცია. ყველას ვურჩევ, თუ ვინმეს სურვილი აქვს, ასაკის ნუ შეეშინდებათ, გაბედონ და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც უნდათ, მით უმეტეს, როცა ეს სწავლას ეხება,” – იმბობს ინგა ბაგრატიონი.