“აუდუღარი, უმი რძის გემო აქვს, კურნავს ადამიანებს” – წმინდა ნინოს ძუძუს წყარო მცხეთაში, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის

მცხეთაში, ჯვრის მონასტერში ალბათ ერთხელ მაინც ყველა ყოფილხართ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მასთან ახლოს სასწაულმოქმედი წმინდა ნინოს ძუძუს წყაროა. ვიწრო, გრძელი და რთული გზის გავლის შემდეგ, ტყეში ჩაფლულ ტაძრამდე მიხვალთ სადაც, მზის სხივიც კი იშვიათად აღწევს.
18 წელია ამ ადგილის ერთადერთი მასპინძელი მამა ზაბულონია, რომელიც მომლოცველებს თბილი ღიმილით ხვდება და მოქცევის წესებს აცნობს.
“ძუძს წყარო იმიტომ ჰყვია, რომ ამ წყაროს აუდუღარი, უმი რძის გემო აქვს. ახალი მოწველილი რძე რომ მიგირთმევიათ სოფელში, ზუსტად მისი გემო აქვს. წყალი რომ გადმოვა ბოთლიდან და გაშრება, თეთრი ზოლები ეტყობა,” – ამბობს მამა ზაბულონი.
მისი თქმით, წმინდა ნინო ამ ადგილას 6 დღე – ღამის განმავლობაში ლოცულობდა, მისი ლოცვის ძალის შემდეგ აქ პატარ წყარო აღმოცენდა, სადაც წმ. ნინოს ცრემლებია. წყარო უნაყოფობას კურნავს.
მამა ზაბულონმა ტაძრის კედელზე, იმ ადამიანების სახელები და გვარები გამოფინა, რომლებიც წყლის მიღების შემდეგ მშობლები გახდენენ.
ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით, მათ რიგებში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელებიც შვილს 20 წლის განმავლობაში ელოდნენ.
“წმინდა ნინოს ძუძუს წყაროზე და დირბში, დედათა მონასტერში დავდიოდით. ორივე ადგილი ძალიან მიყვარს, ჩემთვის განსაკუთრებულია,” – გვიყვება მამაკაცი, რომელიც მშობელი 20 წლის შემდეგ გახდა.
ტაძარს ყოველდღოურად ათეულობით უშვილო წყვილი სტუმრობს, განსაკუღთრებული აქტიურობა, კი შაბათ-კვირას შეინიშნება, ტაძირს კარი კი ყველასთის ღიაა.