მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 19:44
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ანა დადიანი – ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მოხვდა სანქციების სიაში -„ოცნება“ კორუფციული ფულის გამო, რომელიც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს, ქვეყნის რეპუტაციასაც კი გაწირავს

IPN.ge 25 ივლისი, 2026 · 18:25 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველო რუსეთთან და ბელორუსთან ერთად მოხვდა სანქციების სიაში -„ოცნება“ იმ კორუფციული ფულის გამო, რომელიც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს, საქართველოს რეპუტაციასაც კი გაწირავს , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა დადიანმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ევროკავშირის სანქციების პაკეტში შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

ანა დადიანის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს „ქართულ ოცნებას“.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველო რუსეთთან და ბელორუსთან ერთად მოხვდა სანქციების სიაში და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი სანქცია საქართველოს შეეხო, რაც ნათლად გამოხატავს „ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ კურსს. იმედია, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება, უბრალოდ, ეს ცალსახად აჩვენებს, რომ „ოცნება“ ფულის გამო ყველაფერს გააკეთებს, იმ კორუფციული ფულის გამო, რომეელიც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს საქართველოს რეპუტაციასაც კი გაწირავს. ძალიან მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანა ამის გამო და იმედია, რომ გადადგამს „ოცნება“ იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს რეპუტაციული ზიანის შემცირებისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ანა დადიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.