მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 22:19
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ხელვაჩაურში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 20:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესთან ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი ახალგაზრდა კაცი, მათგან ერთი მსუბუქად არის დაშავებული, მეორე შედარებით მძიმედ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.