მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 22:37
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

თბილისში “შაბათის მარში” შეცვლილი მარშრუტით მიმდინარეობს

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 21:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

ავლაბრის მოედნიდან, მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან “შაბათის მარში” დაიწყო.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ორი წელია აპროტესტებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ.

დღევანდელი მსვლელობის მონაწილეები ჟურნალისტ ვახო სანაიას და სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

შეგახსენებთ, მოქალაქეები უკვე თითქმის ორი წელია იკრიბებოდნენ პარლმენტთან რუსთაველის გამზირზე, ხოლო შაბათობით ტრადიციული მსვლელობა ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობა ეწყობოდა. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გაზირის რეაბილიტაცია დაიწყო, მოქალაქეებმა “შაბთის მარშის” მარშრუტი შეცვალეს.

მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩრვნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.