მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 00:40
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

“ბათუმში, ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი, თავისი 3 წლის პატარა კი ზღვის ნაპირზე დატოვა” – ვინ არის ქალი, რომელმაც ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 23:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

103-ე ბაგა ბაღის თანამშრომელმა, 29 წლის ლელა ფანტენაძემ ბათუმში, ზღვაში დახრჩობისგან პატარა ბიჭი გადაარჩინა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მინდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანს, ჩვენი უბნის მკვიდრს, 103-ე ბაგა ბაღის თანამშრომელს, რომელმაც ბათუმში ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა სხვისი შვილი და ამ დროს თავისი 3 წლის პატარა ზღვის ნაპირზე დატოვა. დაუფიქრებლად გადაეშვა ტალღებში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, თავისი სიცოცხლე მცირე წლოვან შვილთან ერთად კი სასწორზე დადო. ამას იმიტომ ვწერ რომ გული მტკივა ზოგჯერ ისეთებს გამოისვრით ხოლმე აღმზრდელების მიმართ რომ, ღირსება შელახული, უთავმოყვარეო ფულზე გაყუდულები გგონივართ. ჩვენც გვაქვს გული და ჩვენც ადამიანები ვართ. გმირი ხარ,”- წერენ გლდანის დახურულ ჯგუფში.

პოსტი ბათუმის ჯგუფიდან: “დღეს სანრემოს ხიდთან, ბიჭი რომ დახრჩობას გადაარჩინე, იმ გოგოს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.ამ გოგოს გარდა, კიდევ ბევრი გაიქცა საშველად, მაგრამ ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა. პირველი გაიქცა, მითუმეტეს ბავშვებთან ერთად იყო.შენ იბედნიერე შენი შვილებით, უმაგრესი ადამიანი ხართ, ზღვა მადლობა თქვენ.თუ წაიკითხავთ, გამოგვეხმაურეთ, მე შორს ვიყავი, რომ დამენახეთ და დამემახსოვრებინეთ, თუმცა დღეს ყველა იქ მყოფი შენზე საუბრობდა.ყოჩაღ, ასე რომ გარისკე საკუთარი სიცოცხლე…მე რომ მოვედი, თქვენ უკვე წასული იყავით.” – წერს მელ გორგაძე.

მოგვიანებით, თავად ლელა ფარტენაძეც გამოეხმაურა: “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად ფიქრიც კი ვერ შევძელი. ​თითოეული თქვენგანის დალოცვა უზომოდ ძვირფასია ჩემთვის. ღმერთმა დაიფაროს ყველა!”