თბილისში “შაბათის მარში” შეცვლილი მარშრუტით მიმდინარეობს

ავლაბრის მოედნიდან, მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან “შაბათის მარში” დაიწყო.
აქციის მონაწილეები, რომლებიც ორი წელია აპროტესტებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ.
დღევანდელი მსვლელობის მონაწილეები ჟურნალისტ ვახო სანაიას და სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
შეგახსენებთ, მოქალაქეები უკვე თითქმის ორი წელია იკრიბებიან პარლმენტთან რუსთაველის გამზირზე, ხოლო შაბათობით ტრადიციული მსვლელობა ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანომდე ეწყობოდა. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გაზირის რეაბილიტაცია დაიწყო, მოქალაქეებმა “შაბთის მარშის” განრიგი შეცვალეს.