თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
,,მეგობრებო ჩვენი ძმა და მეგობარი გოგი აბაშიძე ოთხშაბათს დილით 7 საათზე გავიდა მიცკევიჩიდან სათევზაოდ სანაპიროსკენ.
ძირითადად ჩადიოდა საქართველოს ბანკის წინ. ვგულისხმობ სადაც არის ცენტრალური ოფისი.
ტელეფონი გაეთიშა ოთხშაბათსვე 4 საათისკენ. გთხოვთ გადააზიაროთ.
ან თუ ვინმემ სადმე შეამჩნია მომწეროთ. პოლიციაში გაცხადებულია და მიდის ძებნა…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.