[VIDEO] ჩიქოვანმა “უოტფორდში” პირველი გოლი გაიტანა

ამხანაგურ მატჩში “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე გერმანიის მესამე ლიგის როსტოკის “ჰანზა” 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდში 86-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე 19 წლის ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელმაც ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, 90+1-ე წუთზე კი მეტოქის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს “უოტფორდის” პირველ გუნდში მისი პირველი გოლია.
“უოტფორდი” მომდევნო სპარინგს 29 ივლისს “ფიორენტინასთან” ჩაატარებს, ხოლო 16 აგვისტოს ჩემპიონშიფის პირველ ტურში “საუთჰემპტონს” უმასპინძლებს.
“უოტფორდიდან” “უდინეზეში” წავიდნენ საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე. ასე რომ, ჩიქოვანი “უოტფორდში” ერთადერთი ქართველი ლეგიონერია.
წყარო: Sportall.ge