ამას ვინ წარმოიდგენდა – შენგელია “ბარსელონასგან” კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
Eurohoops-ის ცნობით, თორნიკე შენგელია „ბარსელონასგან“ თავის კონტრაქტს 900 ათას ევროდ გამოისყიდის და „დუბაიში“ გადავა.
„დუბაის“ მწვრთნელი ხავიერ პასკუალია, რომლის ხელმძღვანელობით შენგელია „ბარსელონაში“ თამაშობდა.
გამოცემა წერს, რომ „თოკო“ „დუბაის“ ამბიციურ პროექტს შეუერთდება, რომლის მიზანი მინიმუმ ევროლიგის ოთხთა ფინალში მოხვედრაა.
ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდი, 34 წლის შენგელია „დუბაის“ მალე შეუერთდება. თორნიკეს დამატების სურვილი „ფენერბაჰჩეს“, „პარტიზანს“ და „ოლიმპიაკოსს“ ჰქონდათ, მაგრამ მან კარიერის არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა.
წყარო: Sportall.ge