მარცხის შემდეგ გამარჯვება – “ნიკე ლუსომ” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს სახელით ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ნიკე ლუსომ” იასპარეზა. “ლუსომ” პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ორი შეხვედრა ჩაატარა.
სამწუხაროდ, ნახევარფინალურ მატჩში გაგა კირკიტაძის გუნდი პოლონეთის მოქმედ ჩემპიონთან, მასპინძელ “სასნოვიეცისთან” 1:7 დამარცხდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში კი “ლუსომ” ჩრდ.მაკედონიის ჩემპიონი სკოპიე 2:0 დაამარცხა.
ქართულმა გუნდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. ანგარიში კესო მეტონიძემ გახსნა, მატჩის ბოლო გოლი კი ირინა ხაბურზანიამ გაიტანა.
ეს გამარჯვება სარეიტინგო ქულებისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ, რადგან მომდევნო წელს, ჩემპიონობის შემთხვევაში, “ნიკე ლუსო” საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორის იყოს.
წყარო: Sportall.ge