მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 03:02
სწრაფი სიახლე
სპორტი

7-კაცა | საფრანგეთს მეორედ ვეღარ ვაჯობეთ

SportMedia 25 ივლისი, 2026 · 20:14 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, საფრანგეთს მეორე თამაში ვეღარ მოუგო და ხვალ მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

 

პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიისა (28:14) და საფრანგეთის (17:12) დამარცხების შემდეგ, მეორე დღის პირველ მატჩში, ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაც მოვიგეთ.

 

ლიეტუვასთან საბა არჩვაძის 80-მეტრიანი ლელოთი დავწინაურდით, რასაც რეზი ხარაზიშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენების შემდეგ ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ორი ლელო გაიტანა, საიდანაც ერთი ხარაზიშვილმა გარდასახა. მატჩის მიწურულს ლიეტუვამ ერთი ლელო გაქვითა და 19:5 გავიმარჯვეთ, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.

 

ისე მოხდა, რომ თასის 1/4-ფინალში პირველი ადგილით გავედით და ფლეი ოფში კვლავ საფრანგეთს შევხვდით, რომელიც მეორე საუკეთესო მესამეადგილოსანი იყო. ამჯერად ფრანგებმა თამაში უკეთ დაიწყეს, პირველსავე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და 2-წუთიან რიცხობრივ უპირატესობაში კიდევ ორი გარდასახული ლელო გაიტანეს. ჩვენი გუნდი გატყდა და საბოლოოდ შეხვედრა 7:47 დავთმეთ, რის გამოც ხვალ მე-5-მე-8 ადგილებისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას.

 

მე-5 ადგილის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე დიდი ბრიტანეთი იქნება, რომელიც 1/4-ფინალში ესპანეთთან 17:26 დამარცხდა. პირველ, ჰამბურგის ეტაპზე დიდ ბრიტანეთს მე-7 ადგილისთვის ვეთამაშეთ და მაშინ მეტოქემ 17:12 იმარჯვა, ახლა კი რევანშის შანსი გვეძლევა. მომავალი შეხვედრა ჩვენი დროით 13:14 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

 

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge