მთავარი კონტენტი
Friday, 10 July, 2026 | 23:18
სწრაფი სიახლე
სპორტი

დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს

SportMedia July 10, 2026 3:05 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაროკოს 2:0 დამარცხების შემდეგ, კილიან მბაპეს შესახებ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა.

 

„ბევრი კილიან მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ იმის მიხედვით, რასაც მოედანზე აკეთებს, სანიმუშო კაპიტანია. გატანილი გოლების გარდა, ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების ჩემი რეკორდი დაამხო. ნუთუ ეს გასაკვირი არ არის (იცინის).

 

კილიანს კოჭ-წვივის მცირე პრობლემა ჰქონდა, ცოტა სტკიოდა. მანუ კონემ მუხლის ტრავმა მიიღო. უორენ ზაირ-ემერი კარგად შევიდა შეცვლაზე“, – განუცხადა დეშამმა RMC Sport-ს.

წყარო: Sportall.ge