მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:08
სწრაფი სიახლე
ბიზნესი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

IPN.ge 24 აგვისტო, 2026 · 21:27 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის თანახმად, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალში, ეთვალისში, ბოდავსა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აჩხოტი, არშა, კარკუჩა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში- დავათი, ჭოპორტი, წითურები და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭოპორტი, ახატანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძალისი, ვაზიანი, ძველი ქანდა, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

“ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.